გამოცდები სკოლის დირექტორებისთვის

საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატებისთვის საგამოცდო პროცესი იმართება. ზესტაფონის საგამოცდო ცენტრში მიმდინარე ტესტირების პროცესს განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატთა ტესტირება ქვეყნის მასშტაბით ჯამში 48 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. საგამოცდო პროცესი წელს ცვლილებებით მიმდინარეობს, კერძოდ, გაუქმდა სერტიფიცირების ეტაპი და ნაცვლად დირექტორობის შესარჩევი კონკურსის ორი ეტაპისა, კანდიდატი ტესტირებას და მხოლოდ ერთ გასაუბრებას გადის. ამასთან, ახალი მიდგომით, მოქმედი სერტიფიკატის მქონე პირი გასაუბრების გავლას ტესტირების გარეშე გაივლის.