„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის გამოსავლენად, შესაძლოა, მეორე ტური დაინიშნოს
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის გამოსავლენად, შესაძლოა, მეორე ტური დაინიშნოს.
წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმათა უმრავლესობით, დავით ასათიანი ლიდერობს, თუმცა საბოლოო, შემაჯამებელი ოქმი სავარაუდოდ, ჯერ არ გამოქვეყნებულა.
გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო ხმები ვერცერთმა კანდიდატმა დააგროვა. მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, კონკურენტები დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია იქნებიან. ასათიანმა 1128, ხოლო ჯანაშიამ 632 ხმა მიიღო.
საარჩევნო პროცესი გუშინ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
გენო ოსიყმაშვილი თემის დეტალებით.