„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური ორი კვირის ვადაში გაიმართება
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური ორი კვირის ვადაში გაიმართება.
მმართველი ორგანოს ხელმძღვანელობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს. 9 დეკემბრის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე დავით ასათიანი, რომელმაც 1 129 ხმა მიიღო და ლევან ჯანაშია, რომელსაც მხარი 635-მა ადვოკატმა დაუჭირა.
ხმის დამთვლელმა კომისიამ 9 დეკემბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა. არჩევნების მეორე ტურის კონკრეტულ თარიღს კანონმდებლობის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაცია უახლოეს დღეებში დაასახელებს.