შეწყალების სკანდალურ საქმეზე ლაპარაკობენ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულების, ასლან ბეჟანიძისა და რამაზ დევიძის ადვოკატები.
პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის უფლებადამცველი მორატორიუმის გამოცხადებაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ იზიარებს.
ირაკლი გაბრიჩიძე ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არის პრობლემები და ხარვეზები, რაც შემდეგ გამოიხატება უკანონო გადაწყვეტილებებში. მათი გამოსწორების გზა კი ადვოკატის თქმით, მხოლოდ შეწყალებაა.
რაც შეეხება გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატებს, ისინი სამარცხვინოდ აფასებენ სალომე ზურაბიშვილის იმ შესაძლო განცხადებას, რომ პრეზიდენტმა არ იცოდა, ვინ იყო დაზარალებული მხარე.