ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეზე, ოპოზიცია პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვს. „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტი, პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება. საპარლამენტო ოპოზიცია დადგენილების პროექტში მიუთითებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 ოქტომბერს განხორციელებული შეწყალება, გამოძიების საგანი უნდა იყოს, ვინაიდან მასში შესაძლო კორუფციული სქემა იკვეთება.

ოპოზიციის მოთხოვნით, კომისიამ არაერთი საკითხი უნდა გამოიძიოს, მათ შორის ვისი რეკომენდაციით მიიღო პრეზიდენტმა გადაწყვეტილება და რა როლი მიუძღვის საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას, მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში.

დატოვე კომენტარი