საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა

„ევროპული საქართველო“ შეწყალების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს და შესაბამისი დადგენილების პროექტს არეგისტრირებს.

ოთარ კახიძის თქმით, პროკურატურისთვის მიცემული ერთ თვიანი ვადა ამოიწურა და საგამოძიებო უწყებას შეწყალების სკანდალურ საქმეზე შუალედური ინფორმაცია საზოგადოებისთვის ამ დრომდე არ მიუწოდებია. „ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ პროკურატურა ადეკვატურ გამოძიებას არ აწარმოებს, რის გამოც პროცესებმა პარლამენტში უნდა გადმოინაცვლოს და შეწყალების საკითხზე ყველა კითხვას პასუხი დროებითი საგამოხიებო კიმისიის ფორმატში გაეცეს. „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს. „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნას საჭიროდ არ მიიჩნევს და „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნაში პოლიტიკურ მოტივს ხედავს.