შეწყალების საქმეზე თამაზ ქოიავა იკითხება

პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მოკლული გიორგი ქოიავას მამა იკითხება. თამაზ ქოიავა პროკურატურაში დაახლოებით საათნახევრის წინ მივიდა.

უწყების განცხადებით, მათ რამდენიმე დღის წინ, პარტია „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა და სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.