ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 - კახა კუჭავას განცხადება
დღეს მოქალაქეები ხუთ თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში ქალაქის მერებს ირჩევენ, არჩევნები იმართება ასევე 24 საარჩევნო ოლქში, სადაც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პირველ ტურში 40-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს. საერთო ჯამში, ამომრჩევლები საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 1 830 საარჩევნო უბანი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 2 მილიონ 088 722-ია.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა ეს წუთია დაიწყო. ხმის მისაცემად უკვე მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე. კახა კუჭავამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ფალიაშვილის ქუჩაზე, 54-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფები არჩევნების მეორე ტურს ყველა მუნიციპალიტეტში აშუქებენ. ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი თბილისია, სადაც ამ წუთებში ნიკა მუკბანიანი საბურთალოს საარჩევნო უბნიდან შემოგვიერთდება – დაიწყო თუ არა ხმის მიცემა.