პარლამენტის ახალი თავმჯდომარე

მეათე მოწვევის პარლამენტმა რამდენიმე დღეში რიგით მესამე სპიკერი უნდა აირჩიოს. კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან ერთად, დეპუტატის მანდატიც დატოვა. უკვე ცნობილია საკანონმდებლო ორგანოს ახალი სპიკერის ვინაობაც. ამ პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს რიგგარეშე სესიაზე უყრის.

ოპოზიციისთვის საკადრო გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ კახა კუჭავას შესაძლო გადადგომის საკითხს გუნდში ბოლო ერთი თვის განმავლობაში განიხილავდნენ.

საკადრო გადაადგილებასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები ნათია ქენქაძემ მოისმინა.