რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე.
შეხვედრაზე წარადგინეს ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმა, რომელიც 2018-20 წლის პერიოდს მოიცავს. ზაზა ვაშაყმაძემ სასულიერო პირებს ის განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომლებსაც რელიგიის სააგენტო სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ახორციელებს.
შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.