აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით, სადაც ჯუთასკენ მიმავალი გზაა ასახული, საგზაო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 21 ივლისს, სამშენებლო კომპანიას უკვე დაევალა წინასამშენებლო კვლევების განხორციელება და სამუშაოების დაწყება.

კონტრაქტორი ორგანიზაცია აწარმოებდა მოსამზადებელ და სამობილიზაციო სამუშაოებს. მომდევნო კვირიდან კი, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროცესის მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება, – ვკითხულობთ საგზაო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.