„აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინურ ტურისტულ კომპანიას მემორანდუმი გაფორმდა
„აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში “საპარტნიორო ფონდსა” და ორ ჩინურ ტურისტულ კომპანიას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას.
მხარეებს შორის მოლაპარაკება დაიწყო ჩინეთის დიდი ქალაქებიდან ჩარტერული რეისების დანიშვნასთან დაკავშირებითაც.
ჩინური ტურისტული კომპანიები მზად არიან უზრუნველყონ ტურისტების ჩამოყვანა საქართველოში.
დოკუმენტზე ხელი “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ და ჩინური ტურისტული კომპანიების დირექტორმა ლი იათაომ მოაწერა ხელი.