აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნამდე ერთი დღე რჩება.
მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. ღონისძიების ფაგლებში თბილისს 60-მდე ქევყნის 2000-მდე დელეგატი ეწვევა. მონაწილეები ისაუბრებენ ეკონომიკურ საკითხებზე. აქცენტი გაკეთდება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ტურიზმსა და სამომავლო პროექტებზე. გაიმართება პანელური შეხვედრები და დისკუსიები. ასევე გაფორმდება ხელშეკრულებები. დიალოგი გაიმართება შუა დერეფნის საკითხზეც.