მზადება 26 მაისისთვის - ინტერვიუ თათა სვანიძესთან

საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება. უკვე რამდენიმე დღეა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს დედაქალაქში. თავისუფლების მოედანზე სცენა დამონტაჟდა. თუმცა, წელსაც დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებით დატვირთული იქნება საქართველოს რეგიონები. კონკრეტულად სად და რა ღონისძიებაა დაგეგმილი, – ამის შესახებ „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, თათა სვანიძემ უპასუხა.