მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აბასთუმნის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობს.
საპროექტო დოკუმენტაციას იტალიური საპროექტო კომპანია „კეიოსი“ და ქართული კომპანია „სიემსი ჯგუფი“ ამზადებს. აღნიშნულმა კომპანიებმა აბასთუმნის ურბანული განახლების პირველადი ხედვის საჯარო განხილვა გამართეს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ყველა ჩართულ მხარე ესწრებოდა.
სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის II კვარტალში დაიწყება.