9 აპრილის აქცია

„ერთად ევროპაში “- 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიების: „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩის“ ახალგაზრდული წარმომადგენლობები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, შეიკრიბებიან კვირას და ხელისუფლების პოლიტიკასა და ქმედებებს გააპროტესტებენ. მათივე თქმით, „ქართული ოცნება“ განზრახ არ ასრულებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და საქართველოს კვლავ უწევს ბრძოლა რუსეთის გავლენისგან გასათავისუფლებლად.

პროტესტის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 პუნქტის შესრულება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.