9 აპრილის მემორიალთან დღეს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებდნენ.
რუსთაველის გამზირზე ის 21 ადამიანი გაიხსენეს, რომლებმაც ქვეყნის 70-წლიანი ისტორია შეცვალეს.
ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. საბჭოთა არმიის აგრესიას, ძირითადად, ქალები, მათ შორის, არასრულწლოვნები ემსხვერპლნენ.
9 აპრილის გმირებს დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსენებდნენ.
რუსთაველის გამზირზე დაღუპულების ახლობლებმა, მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა შეკრება დილის 4 საათიდან დაიწყეს.
ყვავილებით შეამკეს მემორიალები რეგიონებშიც.