42° პარალელი - საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში - გამოცდა ლუკაშენკოსთვის / ეკონომიკური კრიზისი და უძრავი ქონების ბაზარი / როგორ ინარჩუნებს დოლარი მთავარი გლობალური სარეზერვო ვალუტის სტატუსს?
  • ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართება – შვებულებისთვის განკუთვნილ მშვიდ დღეს, რომელიც ხელისუფლების გათვლით წესით არავითარ ვნებათაღელვას არ უნდა მოასწავებდეს. თუმცა თავიდანვე ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. ლუკაშენკოს წინააღმდეგ არჩევნებში მონაწილეობა არა ჩვეულებრივმა ოპოზიციონერებმა, არამედ ისტებლიშმენტის ორმა ცნობილმა წარმომადგენელმა – ვალერი ცეპკალომ და ვიქტორ ბაბარიკომ გადაწყვიტეს. რეზი ქოიავა მოგითხრობთ ბელარუსში წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ.
  • რამდენად მოსალოდნელია ფასების მკვეთრი ვარდნა უძრავი. ქონების ბაზარზე? რა ნაბიჯებს დგამენ მთავრობები იმისათვის, რომ ფასების შემცირება თავიდან აიცილონ? როგორ აისახება მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი მათზე ვინც ქირით ცხოვრობს? ზოგადად, რატომ არის რომ უძრავი ქონება უფრო და უფრო ნაკლებხელმისაწვდომი ხდება მოსახლეობისათვის?
  • საერთაშორისო მონეტარულმა სისტემამ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში განიცადა მრავალი ტრანსფორმაცია: მაგალითად, საერთაშორისო „ოქროს სტანდარტის“ მონეტარული სისტემიდან, ის ტრანსფორმირდა მცურავი სავალუტო კურსების რეჟიმზე. მიუხედავად, ამ ფუნდამენტური და რადიკალური ტრანსფორმაციისა, საერთაშორისო მონეტარულ სისტემას, ყველა ამ პერიოდის მანძილზე ერთ საერთო მახასიათებელი ჰქონდა: სისტემა თითქმის ყოველთვის დომინირებდა ერთი ვალუტით. საინტერესოა, რატომ და როგორ ინარჩუნებს დოლარი მთავარი გლობალური ვალუტის სტატუსს? როგორი იქნება პოსტ-კრიზისულ ეპოქაში მისი როლი? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როდესაც ჩინეთი მიზანმიმართულად ცდილობს ჩინური იუანის საერთაშორისო როლის გაძლიერებას და ის ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ შეასუსტოს დოლარის დომინაცია გლობალურ სისტემაში.

42° პარალელი

დატოვე კომენტარი