42° პარალელი - ანტიფას ტრანსფორმაცია დროსა და სივრცეში / ინტერვიუ ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესორთან რობერტ ვეიდთან
  • თანამედროვე მასმედიის დამსახურებით ანტიფას შესახებ შექმნილია სტერეოტიპული წარმოდგენა, რომ ისინი განრისხებული ადამიანების ჯგუფია, რომელიც სისხლისღვრასა და ნგრევაზეა ორიენტირებული. თუმცა ანტიფა მოძრაობების მოქმედების უდიდესი ნაწილი არაძალადობრივია. ისინი იკვლევენ ფაშისტურ ორგანიზაციებს და საჯარო ავლენენ მათ განზრახვებს, აიძულებენ ხელმძღავნელებს ასეთი პირები გაათავისუფლონ სამსახურიდან, მოუწოდებენ ორგანიზაციებს არ დაუთმონ მათ სივრცე შეხვედრებისა და კონფერენციებისთვის, ორგანიზებას უკეთებენ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ჯგუფური კითხვის სეანსებს, ფიზიკურ აქტივობებს, ბეჭდავენ გაზეთებსა და ბუკლეტებს. თუმცა ამის მიუხედავად მათ არსენალში მაინც რჩება ფიზიკური წინააღმდეგობა. ანტიფას წევრები ამას სამი არგუმენტით ხსნიან:
    1. ინსტიტუციები და სახელმწიფო ვერ ახდენს ფაშიზმის ზრდის პრევენციას;
    2. ძალადობრივი წინააღმდეგობის ისტორიული პრაქტიკა აჩვენებს რომ იგი ფაშიზმის შეკავებაში ეფექტურია,
    3. ხშირად ფაშისტთა ქმედებები ძალადობრივია, რისთვისაც საჭიროა ფიზიკური თავდაცის აუცილებლობა.
  • რობერტ ვეიდი არის ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესორი და ლეონტიევის პრიზის მფლობელი ეკონომიკურ მეცნიერებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის. მას ეკუთვნის კლასიკური ნაშრომი ეკონომიკურ განვითარებაში “Governing the Market: Theory and the Role of Government in East Asian Industrialization”, რაც ტაივანის ეკონომიკური განვითარების ისტორიას მიეძღვნა. იგი 42-ე პარალელთან ინტერვიუში, გვიყვება თუ რა ფაქტორებმა განსაზღვრა სამხრეთ აზიური ქვეყნების სწრაფი ეკონომიკური განვითარება. პროფესორი ვეიდი, ინტერვიუში ასევე საუბრობს ეკონომიკურ კრიზისზე და უთანასწორობაზე, რაც სერიოზულ სირთულეებს უქადის მსოფლიოს. პროფესორი ვეიდი საქართველოს სტუმრობდა 2016 წელს, რაზეც მან სტატია დაწერა Le Monde diplomatique-ისთვის. სპეციალურად, 42-ე პარალელისთვის, მას ტატო ხუნდაძე ესაუბრა.

42° პარალელი