პარიზში ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტები პალესტინის მხარდამჭერ აქციას მართავენ
პარიზში ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტები პალესტინის მხარდამჭერ აქციას მართავენ

პარიზში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის, Sciences Po-ს სტუდენტები პალესტინის მხარდამჭერ აქციას მართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

სტუდენტები კიდევ ერთხელ გამოვიდნენ პალესტინის მხარდასაჭერად მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს, ღამით პოლიციამ დემონსტრანტები დაარბია. აქციების პარალელურად კი, ისრაელი-„ჰამასის“ ომის მოლაპარაკებებში ჩართული ქვეყნები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.

ისრაელში დღეს ეგვიპტისა და ისრაელის დელეგაციების შეხვედრაა დაგეგმილი.