აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინელ კოლეგას, ვან ის შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინელ კოლეგას, ვან ის შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინელ კოლეგას, ვან ის შეხვდა. შეხვედრის დროს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობები დასტაბილურდა, თუმცა უარყოფითი ფაქტორები მაინც იზრდება.

„ურთიერთობა გამოწვევების წინაშე დგას. უნდა შეინარჩუნონ თუ არა სწორი მიმართულება ჩინეთმა და აშშ-მ სტაბილურობით თუ უნდა დაუბრუნდნენ ცუდ სიტუაციას? ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას. ეს ამოწმებს ჩვენს გულწრფელობას და შესაძლებლობას, წარმართავენ თუ არა ჩვენი მხარეები საერთაშორისო თანამშრომლობას გლობალური პრობლემების გადასაჭრელად და მივაღწევთ თუ არა გამარჯვებას. დაპირისპირება და კონფლიქტი წამგებიანი იქნება ყველა ჩვენგანისთვის. საერთაშორისო საზოგადოება ჩვენს პასუხს ელოდება“, – განაცხადა ვან იმ.

მინისტრის საპასუხოდ კი ბლინკენმა განაცხადა, რომ აქტიური დიპლომატიაა საჭირო, რათა ნოემბერში სან ფრანცისკოში ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების მიერ დასახული დღის წესრიგი წინ წაიწიოს.

„ჩვენი აზრით, არ არსებობს დიპლომატიის შემცვლელი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და დასარწმუნებლად, რომ ჩვენ მაქსიმალურად მკაფიოდ ვსაუბრობთ იმ სფეროებზე, რომლებშიც გვაქვს უთანხმოება, სულ მცირე, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები და არასწორი გათვლები. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა არა მარტო ჩვენი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოს ხალხების წინაშე, იმის გათვალისწინებით,  რა გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა მთელი მსოფლიოზე, – აღნიშნა ბლინკენმა.