42° პარალელი - კორეული დათბობა-დიდი სამიტის რეპეტიცია / ხავერდოვანი რევოლუცია სომხეთში / "ფრიდომ ჰაუსის"ანგარიში
- კორეული დათბობა-დიდი სამიტის რეპეტიცია – ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ კორეის ნახევარკუნძულზე ფართომასშტაბიან ომს ელოდნენ. გუშინ კი ორი კორეის ლიდერმა ომის დასრულების შესახებ განაცხადა. რამ გამოიწვია ურთიერთობების დაახლოება და რა შედეგებამდე მივა “ოლიმპიური დათბობა”. რევაზ ქოიავა კორეული მოლაპარაკებების შესახებ.
- ხავერდოვანი რევოლუცია სომხეთში – მიზეზები და შესაძლო განვითარება – ინტერვიუ კავკასიური ინსტიტუტის მკვლევართან, გრანტ მიქაელიანთან. ინტერვიუს უძღვება გიორგი გვიმრაძე.
- “ფრიდომ ჰაუსის“ანგარიში-განხილვები ქართულ დემოკრატიაზე – “ფრიდომ ჰაუსმა” 2018 წლის 18 აპრილს თავისი მორიგი კვლევის პრეზენტაცია გამართა. ანგარიში გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხს აფასებს. ტატო ხუნდაძემ და ბაქარ ბერეკაშვილმა საკითხი შეისწავლეს და აკადემიურ სფეროს წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.