31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა. ზვიად გამსახურდიას დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1939 წელს თბილისში დაიბადა. თარიღთან დაკავშირებით, დილიდან ხალხმრავლობაა მთაწმინდის პანთეონში. ზვიად გამსახურდიას საფლავთან ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები იკრიბებიან. ის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტად აირჩია. გამსახურდია სახელმწიფო გადატრიალების შედეგად პრეზიდენტის პოსტიდან 1992 წლის 6 იანვარს გადადგა, მომდევნო წლის დეკემბერში კი დევნილობაში გარდაიცვალა. ის მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.