27 წლის მედდის გარდაცვალების საქმე

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტო მოკვლევას განაგრძობს, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელსაც საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აქვს აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 27 წლის მეგი ბაქრაძის ოჯახი, ექთნის გარდაცვალებაში ახალციხის  კლინიკა „იმედს“ ადანაშაულებს. გარდაცვლილის მეუღლემ დღეს განაცხადა, რომ შემთხვევის დროს რეანიმატოლოგი არა კლინიკაში, არამედ გუბერნიაში იმყოფებოდა და ის ახალგაზრდა ქალისთვის  სამედიცინო დახმარების  გაწევას  დაუყოვნებლივ ვერ შეძლებდა. ბრალდებას უარყოფს კლინიკის პერსონალი. მათი განცხადებით, ახალგაზრდა ქალს დახმარება დროულად აღმოუჩინეს. კლინიკის დირექტორი მზად არის გამოძიებასთან, ასევე რეგულირების სააგენტოსთან ითანამშრომლოს და შესაბამის უწყებებს მომხდარის შესახებ ყველა ინფორმაცია მიაწოდოს. 18 მარტს, ახალციხეში 27 წლის მეგი ბაქრაძეს ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ნახევარ საათში ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მოამბე