26 მაისის საქმეზე კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა.
დაზარალებულმა ალექსანდრე დევდარიანმა 2011 წლის მაისში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ დაშლის შესახებ გაფრთხილება არ მიუღიათ. მოწმის თქმით, ცემის შედეგად მას ნეკნები ჰქონდა ჩამტვრეული და ფეხი მოტეხილი.
26 მაისის საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, დათა ახალაია, ასევე ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.