სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოყვანის საქმე

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული გიორგი ლორთქიფანიძე საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიება დღევანდელ სხდომაზე გადაისინჯა. პროკურორის განმარტებით, არსებობს საფუძვლები, რომელსაც მხოლოდ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს. დაცვის მხარე შუამდგომლობას არ ეთანხმება და აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა. ასევე, დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, რის შემდეგაც საქმე არსებით განხილვას გადაეცა.