გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო. პროკურატურამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აუდიოჩანაწერიც გაავრცელა, რომელშიც, უწყების ცნობით, ლორთქიფანიძე ამავე საქმეზე ბრალდებულ კიდევ ერთ პირს ესაუბრება. ადვოკატს ბრალის დადგენილება უკვე გადაეცა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი იყო, ლორთქიფანიძე ოდესის ოლქის პოლიციას ხელმძღვანელობდა.