ოთარ ფარცხალაძის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე პროცესი მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა.სხდომას ოთარ ფარცხალაძე არ ესწრება. ადვოკატმა წარადგინა ფარცხალაძის განცხადება, სადაც ის განმარტავს, რომ სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ დაესწრება სხდომას და პროცესი რომ არ გაჭიანურდეს, თანახმაა, სხდომა მის გარეშე ჩატარდეს.

სასამართლო სხდომაზე კომპანია „ფროფერთი მენეჯმენტის“ წარმომადგენელი, გიორგი გიგინეიშვილი იკითხება. სწორედ ამ კომპანიამ დაამონტაჟა სამთვალყურეო კამერები ინციდენტის ადგილზე, კლუბ „ელ ცენტროში“.

დატოვე კომენტარი