სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, 22 ახალგაზრდა დასაქმდება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
პროგრამის ექვსთვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, სერტიფიკატები 28 სტაჟიორს გადაეცა. მათგან წარჩინებულები პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ.
სტაჟირების პროგრამას, საგამოძიებო სამსახური, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით ახორციელებს.