2023 წლის ბიუჯეტი

პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. 2023 წლის ბიუჯეტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დღეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ გააცნობს, დღესვე გიორგი კაკაურიძე ბიუჯეტის პროექტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს წარუდგენს.

2023 წელს ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით, თითქმის ორი მილიარდით იზრდება და 21 მილიარდ 300 მილიონ ლარს შეადგენს. პრიორიტეტი სოციალური მიმართულებაა. გათვალისწინებულია საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის 10%-ით ზრდა, ასევე პენსიების მატება და სოციალური და ჯანდაცვის პაკეტების მომზადება.

მომდევნო წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტიც არის გათვალისწინებული. ოპონენტებს გარკვეული შენიშვნები აქვთ, რომლებიც მაღალი ინფლაციის ფონზე ძირითადად სოციალურ ნაწილს ეხება.