2023 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს უცვლელი ვერსიით დაუბრუნდა. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე იმსჯელებენ. პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე წარუდგენს.
პირველადი ვერსიით, ბიუჯეტი 21 მილიარდ 302 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლიდან იზრდება პენსიები, პედაგოგების, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები. ასევე იმატებს განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაც.