2022 წლის ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში

პარლამენტში ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებით, მსჯელობა გაგრძელდება. განხილვა რამდენიმე წუთში თავდაცვის, ჯანდაცვისა და რეგიონული პოლიტიკის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გაიმართება. ცვლილებებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარადგენს.

განახლებული დოკუმენტის მიხედვით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე მთავრობა ვალსა და ბიუჯეტის დეფიციტს ამცირებს, სახელმწიფო ფინანსური დოკუმენტის მოცულობები კი იზრდება. უკვე ცნობილია ის სფეროები, რომელთა დაფინანსებაც მოიმატებს. ეს არის პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა და სპორტი.