2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი და განხილვა პარლამენტში. დოკუმენტზე ამჯერად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი, მომავალ წელს, 159 მილიონ ლარამდე იზრდება. ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი, ლარის გაუფასურებაა, რადგან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის გასაწევმა ხარჯებმა მოიმატა.
კომიტეტის სხდომაზე, ახალი საელჩოებისა და საკონსულოების გახსნისა და დიპლომატების ხელფასების საკითხები განიხილეს.