2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა

12:11, 10.10.2019

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი და განხილვა პარლამენტში. დოკუმენტზე ამჯერად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი, მომავალ წელს, 159 მილიონ ლარამდე იზრდება. ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი, ლარის გაუფასურებაა,  რადგან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის გასაწევმა ხარჯებმა მოიმატა.

კომიტეტის სხდომაზე, ახალი საელჩოებისა და საკონსულოების გახსნისა და დიპლომატების ხელფასების საკითხები განიხილეს.

მსგავსი