2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების განრიგი ცნობილია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები სხვადასხვა საგანში 17-24 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
გამოცდების განრიგი შემდეგნაირია:
17 – ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – B);
18 – ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – B);
22 – ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – A);
23 – ივლისი (პირველი სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – C);
23 – ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – A);
24 – ივლისი (პირველი სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – C).
საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა. ამასთან, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით პირველ ივლისს დაიწყება, 23 ივლისს კი, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების განრიგი შეფასებისა და გამოცდების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.