ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე, მონაცემები დილიდან ატვირთა. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად, განთავსებული იქნება აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა. პასუხების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებებითაც არის შესაძლებელი. ამისთვის „მაგთიდან“ და „ჯეოსელიდან“ საიდენტიფიკაციო ნომერი – 93 333 უნდა გაგზავნოთ.