მზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

ხვალიდან, 4 ივლისიდან ეროვნული გამოცდები იწყება. ტრადიციულად პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნება. ხვალ პირველ ნაკადს 22 საგამოცდო ცენტრში, დილის 8 საათზე ელოდებიან. ბაზაში სულ 90 ათასი აპლიკანტია რეგისტრირებული. ყველა მათგანი ვალდებულია, გამოცდაზე მითითებულ დროს გამოცხადდეს, თან ჰქონდეს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დაგვიანების შემთხვევაში, აპლიკანტი ცენტრში არ დაიშვება. ორი წლის შემდეგ პირველად, ერთიანი ეროვნული გამოცდები კოვიდრეგულაციების გარეშე ჩაივლის, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, აბიტურიენტებს პირბადის გამოყენება მაინც შეეძლებათ.