2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი

15:24, 12.06.2019

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების განრიგი ცნობილია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები სხვადასხვა საგანში 17-24 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

გამოცდების განრიგი შემდეგნაირია:

17 – ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – B);

18 – ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – B);

22 – ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – A);

23 – ივლისი (პირველი სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – C);

23 – ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – A);

24 – ივლისი (პირველი სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – C).

საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა. ამასთან, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით პირველ ივლისს დაიწყება, 23 ივლისს კი,  ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების განრიგი შეფასებისა და გამოცდების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მსგავსი