ცვლილები ეროვნულ გამოცდებში

დღეს ცნობილი ხდება რამდენიმე დეტალი ერთიანი ეროვნული გამოცდების შეცვლილი მოდელიდან. ახალი სისტემა მომავალი წლიდან ამოქმედდება. მცირდება სავალდებულო გამოცდების რაოდენობა. აბიტურიენტებმა სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად ოთხის ნაცვლად სამი გამოცდა უნდა ჩააბარონ. თუმცა უნივერსიტეტებს რჩება უფლება, რომ სურვილის შემთხვევაში ცალკეულ ფაკულტეტებზე მეოთხე გამოცდაც, მათ შორის უნარებიც, დაამატონ.

გამონაკლისი მხოლოდ სამედიცინო პროფილის უმაღლესი სასწავლებლებია, სადაც ოთხი გამოცდის ჩაბარება ისევ სავალდებულო იქნება. გარკვეული კორექტივების შეტანაა მოსალოდნელი საგნობრივი გამოცდების ტესტების შინაარსშიც.