ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. კერძოდ, რომელ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ აბიტურიენტები და რა რაოდენობის დაფინანსება მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან. გამოცდების ცენტრში აცხადებენ, რომ 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო, აქედან სტუდენტის სტატუსი მიენიჭა 32 100-ზე მეტს. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა. სულ სახელმწიფოს აბიტურიენტებისთვის დაფინანსების მიზნით, გამოყოფილი აქვს 12 მილიონზე მეტი.