200 ათას ლარამდე კრედიტის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი

კრედიტის აღება 200 ათას ლარამდე მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი. მინისტრთა კაბინეტის ინიციტივით, დღემდე მოქმედი 100-ათასლარიანი ზღვარი ორმაგდება. ცვლილებაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

შეზღუდვა იმოქმედებს იურიდიულ პირებზე, ასევე ლიზინგზეც. მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ინიციატივა ბიზნესს და მოსახლეობას ლარის კურსის ცვალებადობისგან აზღვევს.