ეკონომიკური მაჩვენებლების შეჯამება

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გამყარებული ეროვნული ვალუტა და აღდგენილი ტურიზმი.

საქართველო 2022 წელს წლის დასაწყისში ნავარაუდევ პროგნოზებზე, მკვეთრად გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით ასრულებს. თუ წელი რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და გლობალური ეკონომიკური გამოწვევების ფონზე ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით დაიწყო, წლის ბოლოს ლარმა პოზიციები დაიბრუნა და როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში გამყარდა. გაიზარდა უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი. ეკონომიკური ზრდის ტემპი კი ჯერ-ჯერობით ისევ ორნიშნაა. ორნიშნაა ინფლაციის მაჩვენებელიც. გაზრდილი ფასები მოქალაქეებისთვის მიმდინარე წლის მთავარ პრობლემად რჩება. როგორი იქნება 2023 წელი რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების და გლობალური შოკის ფონზე ეკონომისტების პროგნოზები შალვა სუმბაძემ მოისმინა.