20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილისა და კიდევ ორი პირის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ზურაბ ბუდაღაშვილმა, ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა, ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდაოდ ცნეს. ასევე, პროცესის დაწყებამდე, ბესიკ თამლიანს დედის განცხადებით, სამივე ბრალდებულს დღეს საპროცესო შეთანხმებები გაუფორმდებათ, თუმცა ბესიკ თამლიანი უარს აცხადებს ბრალდების აღიარებაზე.