20-21 ივნისის საქმე

20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული პირების, ზურაბ ბუდაღაშვილის, კახა კუპრეიშვილისა და ცოტნე სოსელიას საქმე საქალაქო სასამართლომ ცალკე წარმოებად გამოყო.

ბრალდებულებმა პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს, თუმცა ისინი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ადვოკატის განცხადებით, მათ თაობაზე საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკების პროცესს ადასტურებს საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა. მისივე განმარტებით, ბრალდებულები ბრალს აღიარებენ, ვინაიდან ეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი წინაპირობაა.

ბესიკ თამლიანის საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 6 მარტს გაიმართება.