თამლიანის საქმე

ბესიკ თამლიანისა და კიდევ სამი ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. რომლებიც დაკავებულები არიან სააკაშვილის ერთ-ერთ მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობას გაწევის ბრალდებით. ხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. მათ შორის, ბესიკ თამლიანის სხდომათა დარბაზში დაბრუნების შუამდგომლობა, ვინაიდან, წინა პროცესზე ის მოსამართლემ გააძევა. მხარეებმა ახალი მტკიცებულებების საქმეში დართვაც მოითხოვეს. მოსამართლემ ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმეზე ბრალდებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვთ.