ოპოზიციის განცხადება

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“. განცხადებაში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით და ბესიკ თამლიანის, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის საპატიმროებიდან გამოშვებით, სიტუაცია ნაწილობრივ განიმუხტა, თუმცა გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება. ახლა კი ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეც „გააცოცხლოს“.

ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს და ხელისუფლება ოპონენტების დევნასა და დაშინებას უნდა შეეშვას. განცხადებას ხელს ჩვიდმეტი პარტია აწერს.