„ხსნის არმია“ ქრისტეშობას ზეიმობს

25 დეკემბერს ქრისტეს დაბადებას „ხსნის არმიაც“ ზეიმობს, ანუ ისინი, ვინც თარიღს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავენ. საქართველო ერთ-ერთია იმ 130 ქვეყნიდან, სადაც აღნიშნული ქრისტიანული ეკლესია და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია მოღვაწეობს. საშობაო ღვთისმსახურება ჩატარდა პროტესტანტულ-ევანგელურ ეკლესიაში.

ღვთისმსახურებას ადგილობრივი მრევლი დაესწრო, რომლებიც შობას გალობით და ლოცვით შეხვდნენ. „ხსნის არმია“ საერთაშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც მე-19 საუკუნის შუა წლებიდან არსებობს. მისი შტაბბინა ლონდონში მდებარეობს.