საექთნოს სფეროს რეფორმა

ექთნების წასახალისებლად კანონში ცვლილებები შედის.

მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დადგენის შემდეგ, სახელმწიფო სამედიცინო პერსონალის მოტივაციის გაზრდას და ექთნების დეფიციტის დაძლევას მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობით შეეცდება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი ექთნების გადამზადებას, მათი უწყვეტი განათლების სისტემაში ჩართვას და რანჟირებას ითვალისწინებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ექთნების სხვადასხვა პროფილით დიფერენცირებაც მოხდება.