„აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლების პროტესტი

აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლებმა, ადმინისტრაციისგან შეთავაზებულ ახალ ხელშეკრულებებზე ხელი არ მოაწერეს.

დაწესებული სანქციების გამო გაჩერებული ქარხნის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს საათობრივი ანაზღაურება შესთავაზა და ხელმოწერის ვადა მსურველებს 3 მაისამდე დაუთქვა. „IDS ბორჯომის“ მფლობელი კომპანია რუს ბიზნესმენ მიხაილ ფრიდმანს ეკუთვნის, რომელიც სანქცირებულთა სიაში მოხვდა, რის გამოც თვეზე მეტია „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხანა გაჩერებულია. კომპანიამ აპრილის თვის ხელფასი გასცა, თუმცა მაისიდან თანამშრომლებს საათობრივი ანაზღაურება შესთავაზა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ორივე მხარე გადაწყვეტილების მიღებამდე პრემიერის განცხადებას დაელოდება. დასაქმებულთა ინტერესებს პროფკავშირები იცავს. გიორგი დიასამიძე დღეს №1 ჩამომსხმელ ქარხანასთან 150-მდე თანამშრომელს შეხვდა. დასაქმებულებს იმედი აქვთ, რომ მათსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგება.

კომპანიამ გაჩერების შესახებ ოფიციალურად 29 აპრილს განაცხადა.