მე-19, 84-ე და 125-ე ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა

დღეს თბილისში 800-მდე ბავშვი ბაღში ვერ მივიდა. მიზეზი, მე-19, 84-ე და 125-ე  ბაგა-ბაღების შენობების ტექნიკური მდგომარეობაა, რის გამოც ბაღების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, სკოლამდელი აღზრდის ამ დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი შეეწყვიტა.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ბავშვები და მათი აღმზრდელები მიმდებარე ბაგა-ბაღებში გადანაწილდებიან.

რა დრო დასჭირდება სარემონტო სამუშაოებს, კახა გვანცელაძე ვერ აკონკრეტებს. მისი თქმით, შემოწმება ეტაპობრივად სხვა ბაგა-ბაღების შენობებსაც ჩაუტარდება.